აირჩიე გარე-განათლება ბავშვთა ალტერნატიული სწავლებების დღისწესრიგად

დღესდღეობით გაცილებით მეტ ბავშვს აქვს ნაკლები კონტაქტი ბუნებასთან, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად ეს თვალნათლივ აისახება მათ განვითარებაზე და ჯანმრთელობაზე.

თამაში გარეთ, ღია ბუნების სივრცეში საშუალებას აძლევს ბავშვებს, სოციალიზირდნენ ერთმანეთთან და შექმნან მათი ინდივიდუალური სამყაროები: ტოტები, ჯოხები, ქვები, წყალი, ტალახი – ეს ის მარტივი, ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალია, რაც წაახალისებს მათ ადაპტირებული უნარების გამომუშავებაში, შექმნან თამაში ელემენტარული რესურსებითაც კი!
მსოფლიო კვლევები მუდმივად აშუქებენ, რა გამოწვევები ექმნებათ ბავშვებს ადრეული განვითარებიდანვე, რომლებიც იმყოფებიან პასიური განათლების რეჟიმში. ტექნოლოგიურმა სამყარომ სარგებელთან ერთად მოიტანა ჭარბი რაოდენობა იმ საათებისა, რომელსაც ბავშვები ეკრანებთან ატარებენ. შესაბამისად ნაკლები დრო ეთმობა გარეთ ყოფნას და აქტიურ, თავისუფალ თამაშებს. იმატა სტრესმა, შფოთვებმა და დეპრესიამ ბავშვებში.

2005 წელს რიჩარდ ლუვმა თავისი წიგნით – „უკანასკნელი ბავშვი ტყეში“, პირველად დასვა საკითხი ტერმინით “Nature-deficit disorder” (ბუნების-დეფიციტის დარღვევა), რაც ბავშვებთან და მოზარდებთან ცენტრალურ გამოწვევად დაასახელა. ეს არ წარმოადგენს უშუალოდ სამედიცინო ტერმინს ან სიდნრომს, თუმცა სახელდება ბავშვთა ფიზიკური და ემოციური გამოწვევის გლობალურ საკითხად.

სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდნენ მსოფლიო მასშტაბით განათლების სისტემები, აქტიურად მხარი დაეჭირათ გარე განათლების სივრცეებისთვის, რომლებიც ბუნებაში განათლებაზე ორიენტირებულები არიან.

„ბუნებარეში“ აქტიურად ვუჭერთ მხარს ეკო-ლიტერატურას, შემეცნებასა და ცნობისმოყვარეობის გაძლიერებას, რაც ბავშვებს ბუნებას აყვარებს. უზრდის რა იმ უნარებსა და თავისუფლების შეგრძნებას ადრეული ასაკიდანვე, რაც ასე საჭიროა ეკოლოგიური ინტელექტის განსავითარებლად თანამედროვე სამყაროში.

კომენატრები

Comments are closed.