მშობლებს ძირითადად არ ახარებთ ტალახში მოთამაშე შვილის დანახვა, თუმცა ბავშვებს უყვართ ტალახში, ქვიშასა, თუ ჭუჭყში თამაში. მათ მოსწონთ ქაოსი და არეულობა!
არ შეშინდეთ! ნება მოგვეცით გაგაცნოთ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ტალახობანას.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: კი, მაგრამ რა არის ტალახის თამაში? რამდენად უსაფრთხოა?
ტალახის თამაში ეს არის ნებისმიერი აქტივობა, რომლის მთავარ კომპონენტს ტალახი წარმოადგენს. მაგალითად, როგორებიცაა: ქვიშის სასახლეების აგება ზღვის სანაპიროზე ან ნავსადგურების შენება წყლის გუბეებში.
ტალახის თამაშები გარე განათლების განუყოფელი ნაწილია. საშუალება ბავშვებისთვის გამოავლინონ საკუთარი კრეატიულობა, შეიგრძნონ თავისუფლება და უბრალოდ გაერთონ ! ჩვენ ერთად ვზელთ, ვჭყლეტთ და ფორმას ვაძლევთ ტალახს!
რა სარგებელი მოაქვს ტალახში თამაშს?
აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას;
გააუმჯობესებს მათ მსხვილ მოტორულ უნარ-ჩვევებს;
დაისწავლაინ თამაშის პროცესების დამოუკიდებლად წარმართვას;
მრავალფეროვანს ხდის მათ სენსორულ გამოცდილებებს;
ქმნის ბავშვობის ბედნიერ მოგონებებს;
ეხმარება ბავშვს დაამყაროს კავშირი ბუნებასთან და მიიღოს მეტი D ვიტამინი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი თამაშის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, შესაბამისად, გიზიარებთ რჩევებს, რომელნიც ტალახში თამაშის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:
დარწმუნდით, რომ ტალახი არ მოხვდება:
• თვალებში, ყურებში, ცხვირსა თუ პირში;
• შეარჩიეთ თამაშისთვის შესაფერისი ტანისამოსი;
• მიეცით საშუალება თავად აირჩიონ თამაშები, თუმცა თვალი ადევნეთ თამაშის პროცესს;
• თამაშის შემდეგ აუცილებლად გაისუფთავეთ და დაიმუშავეთ ხელები.
Comments are closed.