ითამაშე და ისწავლე გარეთ ყველა ამინდში

ტყის და გარე-სივრცის ბაღები ერთიანდებიან ძველ და დღემდე პოპულარულ ნორვეგიულ გამოთქმაში: „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი“.
ბუნებარე „სკანდინავიური მოდელით“ ხელმძღვანელობს, ბუნებაზე დაფუძნებული და ტყის პედაგოგიკით, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის ცნობისმოყვარეობის და უშუალო აღმოჩენების სტრატეგიაზე.
ბუნებარეში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ტყის ბაღებში, დიდი ინტერესით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ამინდებთან და მათთან შესაბამისობაში ვქმნით სწავლებებს და თამაშებს.
წვიმა:
წვიმა არის ბრწყინვალე შესაძლებლობა „ტალახის სამზარეულოსთვის“, ტალახისგან ძერწვისთვის, ტალახით შენებისთვის და მიკრო არქიტექტურისთვის. გუბეებში ხტომა და გაწუწვა ყოველთვის გამორჩეულია, ხოლო როცა ნავების და ხიდების მშენებლობა ემატება გუბეებს, ეს უკვე თამაშით სწავლებაა. ამასთან, როგორი განსაკუთრებული ხმებია ტყეში წვიმის დროს, რაც ბავშვის აუდიალური განვითარების უპირობო შესაძლებლობაა.
მზე!
მზე ხომ „დ“ ვიტამინია. იგი ხელს უწყობს „სერატონინის“ გამოთავისუფლებას ტვინში, რაც ბედნიერი განწყობის მომატებას უზრუნველყოფს. მზიან დღეს, გარეთ აქტიური თამაში ამცირებს სტრესის ჰორმონების გამოყოფას ბავშვებში და გვევლინება მის ანტიდოტად. ჩაკეტილი, ხმაურიანი და დატვირთული ქალაქების რეჟიმი ბავშვებში იწვევს შფოთვას და დეპრესიას, რომლის აცილებაც ბუნებასთან კავშირით წარმატებულად შესაძლებელია.
მზიან დღეებში ხატვა, იოგა, ექპერიმენტები, ცოცვა, მცენარეების მორწყვა და მრავალი სხვა აქტივობა, სადამდეც წარმოსახვა და ცნობისმოყვარეობა გაგვიშვებს ყველაფერი შესაძლებელია!
ქარიანი დღეები!
როცა ზომიერი ქარი ქრის ეს ხომ „ფრენის“ ტექნიკების შესწავლის არეალია: ფრანები, ლენტები, ქარის მანქანების და პარაშუტების დროა! ფოთლების დაჭერის და „ფოთლების წვიმის“ ქვეშ მოყოლა ხო გასაოცარს ხდის გარემოს!
ყინვა და თოვლი
თოვლი ყოველთვის გამორჩეულია საბავშო აქტივობებისთის! ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ შევქმნათ ყინულის ქანდაკებები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუები, დავაკვირდეთ გაყინულ გუბურებს, ვისრიალოთ, ნაკვალევი დავტოვოთ, დავხატოთ თოვლით და ბევრი სხვა რამ, რაც ასეთ ამინდებს შეესაბამება. შეგვიძლია მცირე კოცონიც კი დავანთოთ პედაგოგების დახმარებით და ზღაპრების კითხვას შევუდგეთ.

კომენატრები

Comments are closed.