კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

1. რა არის და რას ემსახურება ბუნებარე?

ბუნებარე არის ტყის ბაღის პირველი პლათფორმა საქართველოში გარე-განათლების მიმართულებით.

2. რა ასაკიდან მიიღებიან ბავშვები?

მიიღებიან 2-6 წლამდე ბავშვები.

3. სად მდებარეობს თქვენი ბაღი?

ბუნებარეს პროგრამები მიმდინარეობს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

4. რა ხანგრძლივობისაა თითო შეხვედრა?

ბუნებარეში 4 საათის მანძილზე მიმდინარეობს აქტიური სწავლება ყველა შეხვედრის დროს.

5. რო დროითი ინტერვალით მუშაობს ბუნებარე?

ბუნებარეში 09:00 - 09:30- მდე ხდება მშობლების მიერ ბავშების მოყვანა ლოკაციაზე, 13:30-14:00 მდე ხდება მშობლების მიერ ლოკაციიდან ბავშვების გაყვანა.

6. შედის თუ არა კვება?

კვება არის ნებაყოფლობითი. გვაქვს წახემსების საათი, ტყის პიკნიკის სახით, სადაც შეგიძლიათ მსუბუქი კვება გამოატანოთ ბავშვს:თხილის, ბოსტნეულის ან ხილის სახით.

7. წვიმის/ქარის დროს რა ხდება?

„არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი“. ვინაიდან ბუნებარეში ვთანამშრომლობთ ყველა ამინდთან, ჩვენთან აუცილებელი მოთხოვნაა შესაბამისი ტანსაცმლის ქონა, რათა დაცულად ჩავერთოთ აქტივობებში.

8. რა არის საფასური?

ბუნებარე „შაბათ-კვირის პროგრამის“ საფასურია - 300 ₾ ბუნებარეს „შუა კვირის პროგრამის“ პროგრამის საფასურია - 490 ₾

9. რომელ დღეებს მოიცავს „შუა კვირის პროგრამა“ ?

ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

10. შემიძლია თუ არა ავირჩიო ჩემთვის სასურველი დღეები და განვსაზღვრო საფასური?

შეგიძლიათ, ცხადია. თვეში 4 დღის საფასურია - 200 ₾ (კვირაში 1 გაკვეთილი) თვეში 8 დღის საფასურია - 300₾ (კვირაში 2 გაკვეთილი) თვეში 12 დღის საფასურია _ 400 ₾ (კვირაში 3 გაკვეთილი) თვეში 16 დღის საფასურია - 490₾ (კვირაში 4 გაკვეთილი)