ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი საჭიროება განახორციელონ რისკის შემცველი ქმედებები. მშობლები, ვინც ადრეული ასაკიდანვე მხარს უჭერენ ბავშვების რისკიანი თამაშების აქტივობებში ჩართვას, სამომავლოდ ავითარებენ უნარებს, რაც ბავშებს რისკების მართვაში ეხმარებათ.
რისკების განხორციელების შესაძლებლობის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვებში შიშები და აგრესია გაზარდოს, ასევე შეამციროს სტრესთან გამკლავების უნარიანობა. საბოლოოდ ყოველივე ეს შესაძლოა გადაიზარდოს ფიზიკური და მენტალური ჯამრთელობის გამოწვევებში, მათ შორის თავდაჯერების დეფიციტში.
რა არის რისკიანი თამაშები?
თავდაპირველად, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ რისკიანი არ ნიშნავს სახიფათოს!
ძალიან ბევრი ზრდასრული რისკს ბავშვობაში გაეცნო. ეს იყო მანამ, სანამ შიში გახდებოდა მშობლობის განუყოფელი ელემენტი.
გაიხსენეთ, თუ როგორ ატარებდით ველოსიპედს მარტო ან როგორ შეისწავლიდით ქუჩებს. ეს ყოველივე ძალიან ნორმალურია, ყოველდღიური აქტივობები, რომლებიც ბავშვებმა უნდა გამოსცადონ. თუმცა დღეს ბავშვები რისკს ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებად შეიგრძნობენ.
რისკიანი თამაშები, რომლებშიც ბავშვები აქტიურად შეიძლება ჩაერთონ შემდეგია:
• სიმაღლეებზე თამაში;
• სწრაფი სირბილი;
• ნივთების არაორდინალური დანიშნულებით გამოყენება (სავარძელზე ცოცვა, სასრიალოზე ქვევიდან აცოცება ჩამოსრიალების ნაცვლად)
• ბორცვიდან ჩამოგორება;
• ლოდებზე აცოცება;
• სიარული ნივთებზე, რომელნიც მოითხოვენ სხეულის ბალანსირებას;
• ბზრიალი;
• გადმოხტომა ნებისმიერი ობიექტიდან.
რისკიანი თამაშები უმეტეს წილად არასტრუქტურირებული თამაშებია. არასტრუქტურირებული თამაშები ტყის პედაგოგიკის ბუნებრივი მოცემულობაა.
ეს ნიშნავს, რომ ბავშვი თავისუფალია პირდაპირი ზედამხედველობისგან. თქვენ მას აძლევთ საშუალებას იძრომიალონ, აღმოაჩინონ რაღაც ახალი, აშენონ შიშისა და ღელვის გარეშე.
არასტრუქტურირებული რისკიანი თამაშები ბავშვს აძლევს შანსს, რომ გამოიკვლიოს სამყარო და ამავდროულად ასწავლის თვითრეგულაციას.
რისკიანი თამაშები შესაძლებელია სახლშიც ადაპტირდეს, თუმცა პოზიტიური რისკიანი თამაშები გარე სივრცეში ხორციელდება.
წვიმაში, თოვლსა, თუ მცხუნვარე მზეში გარეთ თამაში (რისკიანი თამაშის ელემენტებით) ჩვენს ბავშვებს კრეატიული აღმოჩენების თანამონაწილეს ხდის.
ფოტო: Annie Spratt
Comments are closed.