შესაძლებლობები უსაზღვროა კედლებს მიღმა

ტრადიციულ საკლასო ოთახებში ბავშვები ამინდის, წელიწადის დროებისა და ბუნებრივი სამყაროს შესახებ ინფორმაციას დიაგრამების, კომპიუტერის, ფოტო-მასალისა და წიგნების საშუალებით იმეცნებენ, ტყის სკოლამდელი ბავშვები კი ცოდნას ამ ყველაფრის შესახებ უშუალო გამოცდილებით იღებენ.

ტყის ბაღში თვალს ადევნებენ წელიწადის დროების ცვლასთან ერთად გარემოში ტემპერატურისა და ფერების ცვლილებას, აკვირდებიან ფოთოლცვენას, ხედავენ როგორ ეცლებათ ხეებს ფოთლები ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ზამთრის გაშიშვლებული ტოტებიდან როგორ იჭვრიტებიან გაზაფზულის კვირტები, რომლებიც შემდეგ ზაფხულის ხასხასა მწვანე ფოთლებად გადაიქცევიან.
ტყის ბაღის საკლასო ოთახი არის იქ, სადაც ბავშვებს მათივე სურვილები და ინტერესები მიიყვანს.

ბუნებარეში ბავშვები სწავლობენ უსაფრთხოების საზღვრებს, ისევე, როგორც გეგმიურ რისკებთან გამკლავებას. შესაბამისად ბავშვებს აქვთ გარემოს კვლევისა და ძიების თავისუფლება და სწავლების უსაზღვრო შესაძლებლობები.

ტყის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვებს აქვთ თამაშის თავისუფლება, შესაძლებლობა რომ გაეცნონ და შეისწავლონ მათ ირგვლივ არსებული გარემო, თანატოლებთან ერთად მუშაობა. ამასთან იპოვონ ის მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა რისკებთან და სირთულეებთან გამკლავებისთვის.

თავისუფალ გარე სივრცეში თამაში არის ბავშვის ყოფის ფუნდამენტური ნაწილი და ის სიხარული და გაკვირვება, რაც გარეთ თამაშს მოაქვს – ბავშვობას ჯადოსნურად აქცევს.

კომენატრები

Comments are closed.