შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ხეებზე უსაფრთხოდ ძრომიალი?!

? საოცრად მცირე ინფორმაციაა ხელმისწავდომი ბავშვების ხიდან ვარდნის უბედური შემთხვევების შესახებ, თუმცა 2007 წლის სტატისტიკა გაერთიანებული სამეფოდან გვიჩვენებს, რომ უფრო ხშირად ფიქსირდება ბავშვის საწოლიდან გადმოვარდნის შემდეგ მათი ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ.

? 2016 წელს, ფენიქსის უნივერიტეტის მკვლევრებმა გამოკითხეს 1600 მშობელი, რომელნიც უფლებას აძლევენ საკუთარ შვილებს აძვრნენ ხეზე და დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირი დაზიანება ბავშვებს შორის უბრალოდ გაკაწრული კანი იყო.

? მშობლების მხოლოდ ორმა პროცენტმა დააფიქსირა, რომ მათ შვილს ხეზე ძრომისას მოუტეხავს რომელიმე კიდური და კიდევ უფრო ცოტას კი დაფიქსირებია ტვინის შერყევა. ამასობაში, ყოველ წლიურად 3,5 მილიონზე მეტი 14 წლამდელი ამერიკელი ბავშვი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას დაზიანებებისთვის, რომელნიც სპორტული ღონიძიებებისგან მიიღო.

? ხეებზე ცოცვას ნამდვილად მოაქვს სარგებელი ბავშვებისთვის- ფიზიკური, მენტალური, კოგნიტური, თუ სოციალური კუთხით.

უფრო ზუსტად კი ხეზე ცოცვისას:

?ძლიერდება კუნთოვანი სხეული;

?ვითარდება მსხვილი მოტორული უნარები, როგორებიცაა: სხეულის ბალანსირება, სივრცითი ცნობიერების შეგრძნება, საკუთარი სხეულის მოძრაობებისა და მდებარეობის პერცეპცია;

?გამომუშავდება რისკების შეფასების უნარი;

?ვითარდება კრიტიკული აზროვნება;

?განმტკიცდება თავდაჯერებულობა;

?და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ბავშვი ერთობა!

? მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენი შვილების მოვალეობაა საკუთარი საზღვრების გაფართოება.

? ხანდახან იმის ყურება, თუ როგორ ძვრებიან ხეზე ბავშვები გვიქმნის დისკომფორტს და გვანერვიულებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან უსაფრთხოდ.

კომენატრები

Comments are closed.