ბუნებარეს შესახებ

ტყის პირველი ბაღი საქართველოში

საქართველოში პირველი და ერთადერთი ტყის საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად ეფუძნება Forest School-ის მიდგომას და ბავშვების ყოველდღიურ განვითარებას ბუნებრივ გარემოში.

ტყედაგოგები ფლობენ ტყის პედაგოგიკის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გავლილი აქვთ ბავშვთა უსაფრთხოების, პირველადი დახმარებისა და ბუნებაზე დაფუძნებული განათლების კურსები.

ბუნებარეში ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას, რისკის გააზრებას, ემპათიასა და გარემოს პატივისცემას – გამოცდილებით, დაკვირვებით და თავისუფალი თამაშის გზით.

548214143_1361211689344784_8322012731579976131_n

თამარ ჩაკვეტაძე

ტყის პედაგოგიკისა და ბუნებარე ტყის ბაღის დამფუძნებელი საქართველოში

ბუნებარეს მისია

ბუნებარე ეფუძნება ტყის პედაგოგიკას, სადაც სწავლა ხდება ბუნებრივ გარემოში, რეალური გამოცდილებით, თავისუფალი თამაშით და კვლევით. ჩვენი მიზანია ბავშვებს ჰქონდეთ რეგულარული და ღრმა ურთიერთობა ბუნებასთან, რომელიც ხელს უწყობს გამძლეობის, თვითრეგულაციის და გარემოზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

493284259_1236455615153726_1010786977335503278_n

დაგვიკავშირდი