რეგისტრაცია

ბუნებარე - ტყის ბაღი

საკვირაო პროგრამა • წყნეთი

რეგისტრაცია

ნელი | ბუნებრივი | რეგენერაციული.

ნელი

რადგან ბავშვობას სჭირდება დრო. დრო თამაშისთვის, აღმოჩენისთვის, მოწყენისთვის, კითხვის დასმისთვის, შეცდომისთვის და უბრალოდ ყოფნისთვის.

ბუნებრივი

რადგან ბავშვი რეალურ სამყაროსთან უშუალო ურთიერთობით სწავლობს. ეხება, აკვირდება, ცდის, იკვლევს, ურთიერთობს და გამოცდილებიდან ქმნის საკუთარ ცოდნას.

რეგენერაციული

რადგან ჩვენ მხოლოდ ბუნებისგან მიღებას კი არა, მასზე ზრუნვასაც ვასწავლით. ბავშვი თანდათან აღმოაჩენს, რომ ბუნებისგან განცალკევებული არ არის - ის მისი ნაწილია და შეუძლია მასზე ზრუნვა, მისი აღდგენა და საკუთარი მოქმედების გავლენის დანახვა.

აუჩქარებელი ბავშვობა ბუნებარეში

ბუნებარეს პედაგოგიკაში ბავშვობას თავისი ტემპი აქვს, თითოეული საკითხის შემეცნებას თავისი დრო და გარემოება სჭირდება. ჩვენს სივრცეში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობა იყოს დაუჩქარებელი. ითამაშოს, იოცნებოს, იკვლიოს, შეცდეს, გაჩერდეს და თავიდან სცადოს. რადგან განვითარება ყოველთვის სწრაფი წინსვლა არ არის. ზოგჯერ განვითარება არის გაჩერება, დაკვირვება, ფესვების გადგმა და შემდეგ ახალი მიმართულებით ზრდა.

ასაკი2.5 - 5 წლამდე - წყნეთის ტყე
  • საკვირაო პროგრამა (1 დღე): მხოლოდ კვირა დღე | 10:00-დან - 14:00 საათამდე.
  • მშობლების მიღების დრო: 13:30-დან 14:00-საათამდე.
💰 პროგრამის საფასური
  • საკვირაო პროგრამა (თვეში 4 შეხვედრა): 300₾ / თვე
  • ოჯახიდან 2+ ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს 10% შეღავათი
ბავშვის შესახებ
კანონიერი წარმომადგენელი
დამატებითი ინფორმაცია
ეს ინფორმაცია დაგვეხმარება თქვენი ოჯახის უკეთ გაცნობაში.