
ეზო, რომელიც ასწავლის
ბუნებარეს® საავტორო ეკო-მატრიცა
ბაღის გარე სივრცის შეფასების სისტემა, რომელიც ბავშვის განვითარებასა და ბუნებასთან კავშირზეა ორიენტირებული.


გარე სივრცე სკოლამდელი განათლების სრულფასოვანი სასწავლო გარემოა.
ბუნებრივ გარემოში თამაში ბავშვის ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოში ბაღის ეზო აქამდე ძირითადად უსაფრთხოებისა და სანიტარიული მოთხოვნების ჭრილში განიხილებოდა.
შეიქმნა და პრაქტიკაში გამოიცადა ბაღის გარე სივრცის შეფასების სისტემა, რომელიც ბავშვის განვითარებასა და ბუნებრივ გარემოსთან კავშირზეა ორიენტირებული.
ბუნებარეს საავტორო შეფასების სისტემა
ეკო-მატრიცა ტყის პედაგოგიკის საერთაშორისო ჩარჩოსა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს ეფუძნება და ბაღის გარე სივრცეს ბავშვის განვითარების ხუთი მიმართულებით აფასებს.
- 1ფიზიკური და მოტორული განვითარება
- 2სენსორული და კოგნიტური ინტერაქცია
- 3სოციალურ-ემოციური გარემო და ინკლუზია
- 4ეკოლოგიური პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება
- 5რისკების კონტროლი და მარეგულირებელი ფილტრი
ძირითადი მიგნებები
- ეზოებში ხშირად დომინირებს ხელოვნური საფარი და სტანდარტული ლითონის ან პლასტმასის ატრაქციონები.
- მორები, ლოდები და ღია მასალები სასწავლო რესურსად თითქმის არ გამოიყენება.
- წყლის, ქვიშისა და ტალახის თამაშის ზონები და გარე ხელსაბანები იშვიათია.
- მშვიდი და ინკლუზიური სივრცეები ემოციური რეგულაციისთვის განვითარებას საჭიროებს.
ეზოებს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს: ხეები, მწვანე ზონები, რელიეფი და სარწყავი სისტემები.
ვიზუალური მოდელები
თითოეული ბაღისთვის მომზადდა ვიზუალური მოდელები, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება არსებული ეზო ბუნებრივ სასწავლო გარემოდ იქცეს.
ბუნებრივი სათამაშო სივრცე


მორები, ლოდები, ქვიშა და საცოცი ბადე: სივრცე მოძრაობისა და დაბალანსებული რისკისთვის.
იგივე კუთხე, განსხვავებული რაკურსი


ტალახის სამზარეულო და ბუნებრივი მასალების თაროები: სივრცე სენსორული და შემოქმედებითი თამაშისთვის.
ეზო, როგორც სასწავლო გარემო


ბუნებრივი დასაჯდომები, დაფა, ღია მასალები და მცენარეები: სივრცე, სადაც სწავლა გარეთ გრძელდება.
ბუნებარე მზად არის თანამშრომლობისთვის
რათა საგანმანათლებლო სივრცეები ბავშვებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
მეთოდოლოგია პრაქტიკაში გამოიცადა თბილისის 12 საჯარო ბაღში.