ბუნებარეს სამყარო
ტექსტური ვერსია
ტყის ბაღიდან - კავკასიის გარე განათლებისა და განვითარების ინსტიტუტამდე
პრაქტიკიდან - ცოდნამდე. ცოდნიდან - პროფესიულ სფერომდე.
ტყის ბაღი
ბუნებარეს ისტორია 2020 წელს დაიწყო პროფესიული და პრაქტიკული მუშაობით ბავშვებთან და ბუნებრივ გარემოში. ამ გამოცდილებიდან შეიქმნა ტყის ბაღი - წყნეთი - პრაქტიკული სივრცე, სადაც გარე განათლების მიდგომები ყოველდღიურ საგანმანათლებლო პროცესში განვითარდა და გამოიცადა.
ნელი | ბუნებრივი | რეგენერაციული.
ბავშვობას სჭირდება დრო
რადგან ბავშვობას სჭირდება დრო. დრო თამაშისთვის, აღმოჩენისთვის, მოწყენისთვის, კითხვის დასმისთვის, შეცდომისთვის და უბრალოდ ყოფნისთვის.
ბუნებარეს პედაგოგიკაში ბავშვობას თავისი ტემპი აქვს, თითოეული საკითხის შემეცნებას თავისი დრო და გარემოება სჭირდება. ჩვენს სივრცეში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობა იყოს დაუჩქარებელი.
საკვირაო პროგრამა (1 დღე): მხოლოდ კვირა დღე | 10:00-დან 14:00-საათამდე.
ეხება, აკვირდება, ცდის, იკვლევს
რადგან ბავშვი რეალურ სამყაროსთან უშუალო ურთიერთობით სწავლობს. ეხება, აკვირდება, ცდის, იკვლევს, ურთიერთობს და გამოცდილებიდან ქმნის საკუთარ ცოდნას.
ბუნებისგან მიღებას კი არა, მასზე ზრუნვასაც
რადგან ჩვენ მხოლოდ ბუნებისგან მიღებას კი არა, მასზე ზრუნვასაც ვასწავლით. ბავშვი თანდათან აღმოაჩენს, რომ ბუნებისგან განცალკევებული არ არის - ის მისი ნაწილია და შეუძლია მასზე ზრუნვა, მისი აღდგენა და საკუთარი მოქმედების გავლენის დანახვა.
რატომ არსებობს ბუნებარე?
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებს სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც მათ შეუძლიათ ითამაშონ თავისუფლად, იმოძრაონ, გამოიკვლიონ, შეცდნენ, სცადონ თავიდან, შეაფასონ რისკი, ითანამშრომლონ, დაკვირდნენ ბუნებას და თანდათან აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ბუნებარე მოდელი →ბანაკი და ექსპედიციები
ბუნებაში ორგანიზებული, საგანმანათლებლო ექსპედიციები ბავშვებისა და ოჯახებისთვის.
ბუნებაია
თანამედროვე მშობლობაზე ორიენტირებული გამოცდილება, რაც ბავშვებსა და მშობლებს ბუნებასთან და ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.
ბუნება ბავშვებისა და ოჯახებისთვის. მშობლებისთვისა და ერთ წლამდე ბავშვებისთვის.
ბუნებაია →რისკის მართვა
ჩვენ ვაერთიანებთ გარე განათლების თეორიასა და პრაქტიკას და ვქმნით პროგრამებსა და პროფესიულ პრაქტიკას, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის განვითარებას, გარემოს თავისებურებებს, ადგილობრივ კონტექსტს, უსაფრთხოებასა და რისკის პასუხისმგებლიან მართვას.
გეგმიური რისკის შეფასებისა და მართვის პრინციპები გარე გარემოში.
რისკის მართვა →გარე უსაფრთხოება და გადაადგილება
გარეთ მუშაობა შეიძლება დაიწყოს გამოცდილებით. პროფესიული გარე განათლება კი ცოდნას, მომზადებას და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
გარე უსაფრთხოება და გადაადგილება (Outdoor Safety & Mobility)
ბუნებარე აკადემია →მისია და ხედვა
ჩვენი ხედვაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში ძლიერი და მდგრადი გარე განათლების პროფესიული ეკოსისტემის განვითარება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გარე განათლებას საქართველოში და კავკასიაში ჰქონდეს ცოდნა, პროფესია და მომავალი.
ჩვენს შესახებ →კვლევა და აკადემია
დღეს ბუნებარე აერთიანებს საგანმანათლებლო პრაქტიკას, პროფესიულ სწავლებას, კვლევით საქმიანობასა და ცოდნის გაზიარებას.
ჩვენი სამუშაო იწყება პრაქტიკიდან და გრძელდება ცოდნის შექმნით, პროფესიული განვითარებითა და მისი გაზიარებით.
ბუნებარე აკადემია
ბუნებარე აკადემია ქმნის მოკლე, პრაქტიკულ და პროფესიულ პროგრამებს მათთვის, ვისაც სურს გარე განათლების ცოდნის მიღება და რეალურ გარემოში გამოყენება.
ისწავლე. გამოსცადე. გამოიყენე.
300+ პროფესიონალი გადამზადებული
ბუნებარე აკადემია →ბუნებარე კვლევითი ცენტრი
გვაინტერესებს არა მხოლოდ რა მუშაობს, არამედ - რატომ, ვისთვის და რა პირობებში მუშაობს?
ბუნებარე აერთიანებს პრაქტიკას და კვლევას, რათა გამოცდილება ცოდნად და ცოდნა პროფესიულ პრაქტიკად იქცეს.
ბუნებარე კვლევითი ცენტრი →დაკვირვება, შეფასება, დოკუმენტირება
ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია დაკვირვება, შეფასება, დოკუმენტირება და პროფესიული რეფლექსია, რაც საშუალებას გვაძლევს პრაქტიკა მუდმივად განვავითაროთ და დავხვეწოთ.
ამინდი →ეზო, რომელიც ასწავლის
ბუნებარეს საავტორო ეკო-მატრიცა - ბაღის გარე სივრცის შეფასების სისტემა, რომელიც პირველად საქართველოში შეიქმნა და პრაქტიკაში გამოიცადა თბილისის 12 საჯარო ბაღში.
ეკო-მატრიცა ტყის პედაგოგიკის საერთაშორისო ჩარჩოსა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს ეფუძნება და ბაღის გარე სივრცეს ბავშვის განვითარების ხუთი მიმართულებით აფასებს.
კვლევის ნახვა →ქართული ბუნება და ზღაპრები
ჩვენი ეთნოგრაფიული მეხსიერება, სოფლის ეზოები, ბაღები, ტყე, მინდორი, მდინარე და მთის ლანდშაფტი ბავშვობისა და ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ სივრცეებს ქმნიდა.
ბუნებასთან ურთიერთობა ქართული ყოფისა და კულტურის ნაწილია
დღეს კი ბავშვების უმრავლესობა ბუნებრივ სივრცეებს სულ უფრო ნაკლებად ხვდება.
ბუნებარე სწორედ ამ დაკარგული კავშირის აღდგენას ემსახურება.
აუჩქარებელი ბავშვობა ბუნებარეში
რადგან განვითარება ყოველთვის სწრაფი წინსვლა არ არის. ზოგჯერ განვითარება არის გაჩერება, დაკვირვება, ფესვების გადგმა და შემდეგ ახალი მიმართულებით ზრდა.
საქართველოდან კავკასიისკენ
ბუნებარე საქართველოში შეიქმნა. ჩვენი ხედვა კი რეგიონულია. ვავითარებთ თანამშრომლობას საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიონალებთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.
ქართული გამოცდილება გავიტანოთ საერთაშორისო სივრცეში და საერთაშორისო ცოდნა ჩამოვიტანოთ საქართველოში და კავკასიაში.
პარტნიორები →ჩვენი ფილოსოფია
გარეთ ყოფნა თავისთავად განათლება არ არის.
განათლება იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი გარემოსთან ურთიერთობისგან ცოდნას, გამოცდილებასა და მნიშვნელობას ქმნის.
ის აერთიანებს ბუნებასა და ეკოლოგიას, მეცნიერებას, გეოგრაფიას, ანთროპოლოგიას, ეთნოგრაფიასა და კულტურას, ისტორიასა და მემკვიდრეობას, აგროეკოლოგიას, სათავგადასავლო პრაქტიკას, გარემოსა და სივრცის დიზაინს, ტექნოლოგიასა და ამბავთთხრობას.